„თუკი იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, სახელმწიფოებრიობას დაკარგავს - პუტინის მუქარა უკრაინას

05.03.22 19:43
„თუკი იგივე სულისკვეთებით გააგრძელებს, სახელმწიფოებრიობას დაკარგავს - პუტინის მუქარა უკრაინას

თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ისე მოქმედებას, როგორც მოქმედებს, ეს საფრთხეს შეუქმნის უკრაინის სახელმწიფოებრიობას და ეს სრულად მათი პასუხისმგებლობა იქნება - ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. 

კიევის ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ თუკი ასეთივე სულისკვეთებით გააგრძელებენ, მაშინ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ და თუკი ეს მოხდება, ეს სრულად მათ სინდისზე იქნება“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები ომში „მომავლისთვის“ იბრძვიან.