რუსული თვითმფრინავი აშშ-ში დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაციის მიზნით გაფრინდა

05.03.22 23:02
 რუსული თვითმფრინავი  აშშ-ში დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაციის მიზნით გაფრინდა

 რუსული თვითმფრინავი  აშშ-ში დიპლომატებისა და მათი ოჯახების ევაკუაციის მიზნით გაფრინდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ემინა ჯაპაროვი ამბობს, რომ  წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი აშშ-დან 12 რუს დიპლომატსა და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოში დააბრუნებს. 

ჯაპაროვას თქმით, „თვითმფრინავი ნიუ-იორკში ორ საათზე მეტ ხანს ვერ გაჩერდება. ამიტომ მიფრინავს ვაშინგტონში, შემდეგ აიყვანს დიპლომატებს ნიუ-იორკიდან და დაბრუნდება მოსკოვში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სამთავრობო თვითმფრინავი ქვეყანაში „აბრუნებს დიპლომატებს, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ პერსონა ნონ-გრანტებად გამოაცხადა.