უკრაინის ქალაქები ისევ იბომბება - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

06.03.22 11:09
უკრაინის ქალაქები ისევ იბომბება - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

უკრაინის ქალაქებში დაბომბვა არ წყდება.  ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მოსახლეობას არ აქვს წყალი და ელექტროენერგია. ოკუპანტებმა ახტირკაში ავიაციით თბოელექტროსადგური გაანადგურეს. დაღუპულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე. აფეთქებები იყო ხარკოვშიც. დამწვარიას აცხოვრებელი სახლები.

გასულ ღამეს აქტიურად იბომბებოდა მარიუპოლიც. აგრესორების სამიზნე დასახლებული პუნქტები იყო. დაბომბვის შედეგად 8 თვის ჩვილი დაიღუპა. ქალაქი ახლა სრულ ბლოკადაშია. ვერ განხორციელდა ვერც ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაც. 

ძლიერი აფეთქების ხმა იყო გუშინ ქალაქ ოვრუჩშიც, სადაც საცხოვრებელი სახლები დაინგრა.

რუსული ტექნიკა გადაადგილდება უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში. უკრაინელი სამხედროები მათ განადგურებას ახერხებენ.