რუსული არმია პანიკაშია - რას ყვებიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები

06.03.22 11:22
რუსული არმია პანიკაშია - რას ყვებიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები

რუსული არმია პანიკაშია -  ოკუპანტები საომარი  ტერიტორიიდან გარბიან, ტყვედ ჩავარდნილები კი დახმარებას ითხოვენ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან წვევამდელები. აგრესორები ბრძოლის ველს სამხედრო მეთაურებიც ტოვებენ. ინფორმაციას ტვ პირველს უკრაინაში მებრძოლი ქართველები აწვდიან. 

ქართველი სამხედროების ინფორმაციით, რუსული ჯარი ფაქტობრივად მშიერია, არ აქვთ საკვები და უმთავრდებათ საწვავიც, რაც მათ გადაადგილების და წინსვლის პრობლემას  უქმნის.

აქ ქართველები ვართ და 2014 წლიდან ვომობთ. ჩვენ სადაც ვართ, ისევ იქ ვდგავართ, უკან არ დაგვიხევია, უბრალოდ წინ გავიწიეთ. არცერთი ქალაქი არ დაგვიკარგია ჯერჯერობით. 4 ტყვე უკრაინელებთან ერთად ავიყვანეთ 57 ბრიგადამ. სამაგიერო, ორი დაგვეღუპა. ყვებიან, რომ ბრძანება აქვთ, მთლიანი უკრაინის დაპყრობა უნდათ. წესით ესენი იყვნენ რუსეთის სატანკო 57 ბრიგადიდან. ვერ შემოდიან. სულ ახალგაზრდები არიან, წვევამდელები. სიმართლეა, რომ თავად ბარდებიან ძირითადად, იმიტომ, რომ არ აქვთ საწვავი, საჭმელი, - ამბობს ქართელი მებრძოლი. 

 

მსგავსი სიახლეები