3000-მდე ამერიკელმა მოხალისემ უკრაინაში საბროლველად წასვლის სურვილი გამოთქვა

06.03.22 11:42
3000-მდე ამერიკელმა მოხალისემ უკრაინაში საბროლველად წასვლის სურვილი გამოთქვა

ამერიკელ მოხალისეებს უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლა უნდათ. ინფორმაციას "ამრიკის ხმა" უკრაინის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ომში წასვლის სურვილი 3000-მა მოხალისემ გამოთქვა. მოხალისეებს შორის სხვდასხვა საბძოლო გამოცდილების მქონე ვეტერანები არიან.

რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი ადამიანების დასახმარებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 16 ათასი უცხოელი მოქალაქე ჩადის. მათ შორის არიან საქართველოს, საფრანგეთის, ხორვატიის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.