რუსეთმა პირობა ისევ დაარღვია - ირპენში ოკუპანტებმა მოქალაქეებს ცეცხლი ჰუმანიტარულ დერეფანში გაუხსნეს
რუსეთმა პირობა ისევ დაარღვია - ქალაქ ირპენში რუსმა სამხედროებმა მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დერეფანში ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სამი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულია ორი მოზარდი, რომლებიც სამკურნალოდ გადაჰყავთ.
მძმე მდგომარეობაა გოსტომელშიც. მჭიდროდ დასახლებულ უბანში რუსმა ოკუპანტებმა ჭურვები ჩაყარეს. ქალაქი ცეცხლის ალშია გახვეული. აგრესორებმა ცეცხლი მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს. დაღუპულებსა და დაჭრილებზე ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვცელდება. ხალხი დახმარებას ითხოვს.
რთული ვითარებაა ჟიტომირშიც, სადაც გუშინ ღამით აფეთქება მოხდა. განადგურებლია სახლები. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გადრაიცვალა.
დაბომბვები არც ხარკოვში წყდება. განადგურებულია ქალაქის მცირე ტიპის ბაზარიც.