თუ ახლა გაჩუმდებით, თქვენს ნაცვლად თქვენივე გაჭირვება ილაპარაკებს - ზელენსკი რუსებს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და ომის საწინააღმდეგო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსი ხალხი ამას ახლა არ გააკეთებს, ომის პასუხად სიღარიბეს და გაჭირვებას მიიღებს.
რუსეთის მოქალაქეებო! თქვენთვის ეს ომი მხოლოდ უკრაინის მშვიდობისთვის ომი არ არის. ეს თქვენი ქვეყნისთვის ბრძოლაცაა. იმ საუკეთესოსთვის, რაც მასში მდგმარეობდა. იმ თავასუფლებისთვის, რომელსაც ხედავდით, იმ კეთილდღეობისთვის, რომელიც გქონდათ. თუ თქვენ ახლა გაჩუმდებით, თქვენს ნაცვლად თქვენივე გაჭირვება ილაპარაკებს. პასუხი კი მხოლოდ რეპრესიები იქნება. ნუ გაჩუმდებით!, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ რუსები ახლა უკრაინელების მსგავსად არჩევანს თავისუფლებასა და მონობას შორის აკეთებენ.
"ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას! ნუ გაჩმდებით! ჩვენ, უკრაინელებს მშვიდობა გვინდა!"- განაცხადა ზელენსკიმ.