თუ ამას არ გააკეთებთ ე.ი. თქვენ გსურთ ჩვენი სიკვდილი - ზელენსკის მორიგი მიმართვა დასავლეთს

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და დასავლეთს უკრაინის თავზე ცის დაკეტვისკენ კატეგორიულად მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთის სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა ითხოვა, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს.
ამ წუთას შემატყობინეს ვინიცაშ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ. 8 რაკეტა ჩენი ქალაქის წინააღმდეგ, მშვიდობიანი ქალაქ ვინიცას წინააღმდეგ, რომელიც არასდროს საფრთხეს არ უქმნიდა რუსეთს. ძლიერი, ცინიკური დარტყმა. მთლიანად განადგურებულია აეროპორტი. ისინი განაგრძობენ ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას, ანადგურებენ ჩვენს ცხოვრებად და იმ მომავალს, რომელსაც თაობები ქმნიდნენ. ჩვენ ყოველდღიურად ვიმეორებთ და მოვითხოვთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ცა დახურონ რუსეთის ყველა ვერტმფრენისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტებისა და რუსული დარტყმების გარეშე. ჩენ მოქალაქეები ვართ და თქვენი ვალდებულებაა, რომ დაგვიცვათ. თქვენ ეს შეგიძლიათ, ამის გაკეთება თუ არ გსურთ, მოგვაწოდეთ მაინც სამხედრო თვითმფრინავები, რომ თავდაცვა შევძლოთ. თუ სხვა ქვეყნებისგან ამ ნაბიჯებს ვერ დავინახავთ, მე ერთ დასკვნას გავაკეთებ, რომ თქვენ გსურთ ჩვენი სიკვდილი. ეს ნებისმიერი ქვეყნის და პოლიტიკოსის მოვალეობაა, - განაცხადა ზელენსკიმ.