ომის მე-12 დღე - ლუგანსკში ნავთობბაზა იწვის, აგრესორების თავდასხმას ელოდებიან დღეს ოდესაშიც

07.03.22 11:06
ომის მე-12 დღე - ლუგანსკში ნავთობბაზა იწვის, აგრესორების თავდასხმას ელოდებიან დღეს ოდესაშიც

ლუგანსკში ნავთობბაზა იწვის. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური მასშტაბური ხანძრის  ლიკვიდირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. რუსმა ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს ნიკოლაევზეც. დაბომბილია საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები.

მძიმე ღამე იყო ხარკოვშიც.  რუსულ აგრესიას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სრულად განადგურდა 21 შენობა. განადგურებულია ადმინისტრაციული, საცხოვრებელი და სასწავლო დაწესებულებების შენობები.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული ოდესაში. ამ ქალაქში დღეს უკრაინა  რუსეთის თავდასხმას ელოდებიან. 

ოკუპანტების 64 კილომეტრიანი კოლონა  დგას კიევთან და გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის ასაღებად პუტინი უკრაინაში სირიელი მებრძოლების გადასროლას გეგმავს. ქალაქში ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებია განთავსებული.