"მერწმუნეთ, რომ დედამიწაზე მშვიდ ადგილს ვერ იპოვით, გარდა სამარისა" - ზელენსკი ოკუპანტებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ სისასტიკეებზე საუბრობს და დასავლეთს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს, მისი თქმით, რუსეთის დაუნდობელი ქმედებები ცხადყოფს, რომ დაწსებული საქნციები საკმარისი არ არის.
ხვალისთვის რუსეთს ჩვენი სამხედრო საწარმოების კიდევ ერთხელ დაბომბვა ოფიციალურად ჰქონდა გადაწყვეტილი. საწარმოები, რომლებიც ათწლეულების წინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აშენდა, ადგილები, სადაც ახლა ათობით ადამიანი მუშაობს, რამდენიმე ასეული, ეს განზრახული მკვლელობაა. ამის შესახებ მსოფლიოს არცერთი საერთაშორისო ლიდერისგან რეაქცია არ მომისმენია. მტრის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია იმის, რომ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის, იმიტომ, რომ რუსეთში მათი გავლენა ვერ იგრძნეს და ვერ დაინახეს, რომ მსოფლიო ნამდვილად გადამწყვეტად მოქმედებს. დასავლელო პოლიტიკოსებო, ამ რეალობას ნუ გაექცევით! არც ახალ მკვლელობებზე დახუჭოთ თვალი! - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი ოკუპანტებსაც მიმართა და შეპირდა, რომ პასუხისგება ყველა სისტატიკეზე მოუწევთ.
ჩვენ თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემდა იმ ქალაქებიდან გამოსულიყვნენ, სადაც რუსული ქალაქებია. დღეს ირპენში ოჯახი ამოხოცეს. დედა, მამა და ორი შვილი დაიღუპა მაშინ, როცა ისინი ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ და ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთო ოჯახი დაიხოცა. ამას არ გაპატიებთ, არ დაგივიწყებთ! ყველას დავსჯით, ვინც ამ ომში მსგავსი სიმხეცე ჩაიდინა. თითეულ ნაძირალას ვიპოვით, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ესროდნენ, ბომბავდნენ ჩვენს ქალაქებს, რაკეტები გასიროლეს, ბრძანება გასცეს. მერწმუნეთ, რომ დედამიწაზე მშვიდ ადგილს ვერ იპოვით, გარდა სამარისა, - განაცხადა ზელენსკიმ.