რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა განზომილებაში გადადის - უკრაინა NATO-ს წევრებისგან სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს

უკრაინა NATO-ს წევრებისგან სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს. გადაწყვეტილებას აშშ-მ მწვანე შუქი აუნთო. ახალი ავიაცია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას სხვა განზომილებაში გადაიყვანს. ამ წუთებში სამხედრო თვითმფრინავების მიგ 29-ის უკრაინისთის გადაცემაზე აშშ-სა და პოლონეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღიშნული სამხედრო თვითმფრინავი რუსული წარმოებისაა და ის საბჭოთა კავშირის დროს არის გამოშვებული, შესაბამისად, მისი მართვა უკრაინელმა პილოტებმა კარგად იციან.
სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში პოლონეთი აშშ-სგან სამხედრო მარაგების შევსებას ითხოვს. ამავე აზრს იზიარებენ სლოვაკეთი და ბულგარეთიც.
დღემდე რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ავიაციით ბომბავს და ხმელეთზე წინ ვერ მიიწევს. მოიერიშეების გადაცემის შემდეგ უკრანელი სამხედროები რუსულ თავდასხმებს ჰაერშიც გაუმკლავდებიან.