პუტინის რეპრესიები მღვდლებსაც შეეხოთ - რუსეთში სასულიერო პირი ომის საწინააღმდეგო ქადაგების გამო დააკავეს

რუსეთში პუტინის რეპრესიები მღვდლებსაც შეეხოთ. ომის საწინააღმდეგო ქადაგებისთვის სასულიერო პირი დააკავეს. მამა იოანემ სოფელ კარაბანოვში რუსეთ-უკრაინის ომზე იქადაგა. ეკლესიაში შეკრებილებს მან დაბომბილი და დანგრეული უკრაინული ქალაქების ფოტოებიც აჩვენა. ამის გამო იოანე ბურდინი რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.