უკრაინული ფოსტის ავტომობილს, რომელიც პენსიებს არიგებდა, ოკუპანტებმა ტანკით გადაურეს

ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინული ფოსტის ავტომობილს, რომელიც პენსიებს არიგებდა, რუსულმა სამხედროებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინული ფოსტის ინფორმაციით, აღნიშნული სისასტიკე ე.წ. კადიროველებმა ჩაიდინეს. ტრაგედია 5 მარტს მოხდა.
მომხდარის შემდეგ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ მოქალაქეებს მიმართა.
თუ დღეს ჩვენ დამპყრობლის მცეცურ ქმედებაზე რეაგირებას არ მოვახდენთ, მაშნ ისინი იგივეს განახორციელებენ თქვენი ოჯახების მიმართაც. მოგიწოდებთ, დღესვე აიღოთ იარაღი, გათხაროთ სანგრები, გამააგროთ სახლები და წინ აღუდგეთ აგრესორს, - განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციამ.