შეტევა ვინიცას აეროპორტზე - ნანგრევებიდან 9 დაღუპული და 6 დაშავებული ადამიანი ამოიყვანეს

ვინიცას აეროპორტზე სარაკეტო იერიშის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 9 დაღუპული და 6 დაშავებული ადამიანი ამოიყვანეს. დაღუპულთა შორის 5 სამოქალაქო, ხოლო 4 სამხედრო პირია. კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
ადგილზე 143 მაშველი და 23 ერთეული ტექნიკა მუშაობს.