ირპენი და ბუჩა ალყაშია - მოსახლეობა საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

07.03.22 12:46
ირპენი და ბუჩა ალყაშია - მოსახლეობა საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქები, ირპენი და ბუჩა, წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის არც ქალაქების დატოვების შესაძლებლობა აქვთ. ოკუპანტები მათ სახლებიდან გამოსვლის უფლებას არ აძლევენ.

ქალაქ ბუჩას მოსახლოების ინფორმაციით, რუსი აგრესორები ადამიანებს პირდაპირ საკუთარ ეზოებში კლავენ. ადამიანები სარდაფებში იმალებიან. 

ხელისუფლება რუსეთს აღნიშნულ ქალაქებში  ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე ესაუბრება.

მსგავსი სიახლეები