ზელენსკიმ ხარკოვს "გმირი ქალაქის" წოდება მიანიჭა

07.03.22 13:09
ზელენსკიმ ხარკოვს "გმირი ქალაქის" წოდება მიანიჭა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვს "გმირი ქალაქის" წოდება მიანიჭა. ქალაქი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტების სამიზნე და ცხელი წერტილია. რუს აგრესორებს ხარკოვზე სარაკეტო იერიშები ყოველდღიურად მიაქვთ.

ხარკოვის მერი ქალაქის ახალი წოდებით გახარებულია. მისი თქმით, ეს უკრაინელების საერთო გამარჯვებაა. 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვს "გმირი ქალაქის" წოდება მიანიჭა. ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. საერთო დამსხურებაა თითოეული ხარკოველის, მოხალისეების, სამხედროების, მედიკოსების, ყველასი. ჩვენ გავძელით და კიდევ გავუძლებთ. გამარჯვებამდე ასე ვიდგებით. მიხარია, რომ ღირსეულად დააფასებს ხარკოვის გმირობა. მთელი უკრაინა გვიყურებს, მთელი მსოფლიო გვაკვირდება. არასდროს დავნებდებით - განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.