ომის დანაშაული - ჰააგის საამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

07.03.22 13:43
ომის დანაშაული - ჰააგის საამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ჰააგის საამართლომ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმე ეხება რუსულ აგრესიას, რომელიც ურკაინის ტერიტორიაზე უკვე 12 დღეა მიმდინარეობს. 

ცოტა ხნის წინ უკრაინის წარმომადგენელი ჰააგის სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან  რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა და იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ხორციელდება. საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების დაბომბვაზე. 

რასაკვირველია, გენოციდი, როგორც დანაშაული, უნდა დაისაჯოს. სამწუხაროდ, დღესდღეობით რუსეთმა გენოციდი თავის წმინდათაწმინდა მოვალეობად აქცია. პატივცემულო მოსამართლეებო, უკრიანის საქმე პირდაპირია და ნათელია. რუსეთს ბრალი ედება უკრაინელების გენოციდში და ეს ყველაფერი შესაბამისად იქნება წარმოჩენილი, ჩვენ ამას დავადასტურებთ. რუსეთი შეიჭრა დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში. უკრაინა გმობს ასეთ ქმედებას. მივმართავ რუსეთს: მოდი, მოვაგვაროთ ჩვენი კამათი და ჩვენი დაპირისპიპირება როგორც ცივილიზებულმა ქვეყნებმა. უკრაინა პატივს სცემს ამ სასამართლოს და მიყვება მის დადგენილებებს და იგივე უნდა გააკეთოს რუსეთმა. თუ რუსეთი გეგმავს, რომ ცალმხრივად იმოქმედოს, სასამართლოს გააჩნია ის საშუალებები, რომ რუსეთი აიძულოს იმოქმედოს კანონის შესაბამისად. რუსეთი ანგრევს, კლავს უკრაინელებს, ყველაფერ ამას აკეთებს საერთაშორისო კონვენციების შებღალვის და დარღვევების წყალობით, - განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა.