რუსმა აგრესორებმა ნიკოლაევსკის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს

07.03.22 14:03
რუსმა აგრესორებმა ნიკოლაევსკის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს

რუსმა დამპყრობლებმა ნიკოლაევსკის საერთაშორისო აეროპორტი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა, განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქალაქის დამცველები ამ ეტაპზე ემზადებიან იერიშისთვის, რათა ქალაქის აეროპორტი გაათავისუფლონ.

ჩვენ ვემზადებით იერიშისთვის. აეროპორტი უნდა გავათავისუფლოთ. სხვა ყველა ღონისძიება გადაიდო. რუსებს აქედან განვდევნით და ყველაფერი კაერგად იქნება - განაცხადა კიმმა.

 

მსგავსი სიახლეები