კიდევ რამდენი სიკვდილია საჭირო, უკრაინის ცა რომ დაიცვათ? - ზელენსკი მიმართვა დასავლეთს
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ცივილიზებულ სამყაროს - ვოლოდიმის ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, დაიცვან უკრაინის საჰაერო სივრცე, ან მიაწოდონ თავდაცვითი საშუალებები, რათა სიკვდილიანობა შემცირდეს.
,,ამ დახმარებას მსოფლიო არა უკრაინისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის გაიღებს" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
კიდევ რამდენი სიკვდილია საჭირო, უკრაინის ცა რომ დაიცვათ? რითი განსხვავდება მშვიდობიანი მოსახლეობა ხარკოვის, ან ნიკოლაევის ჰამბურგისა და ვენის მაცხოვრებლებისგან? ჩვენ ველოდებით საკითხის გადაწყვეტას - ცის გაწმენდას იმ ძალებით, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. ან მოგვეცით სამხედრო თვითმფრინავები, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც ჩვენ სათანადო ძალას მოგვანიჭებს. ეს დახმარება მსოფლიომ უნდა მისცეს რაც შეიძლება სწრაფად არა უკრაინას, არამედ საკუთარ თავს, რათა დაამტკიცოს, რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს. - აცხადებს ზელენსკი.