ბოიკოტი რუსულ ნავთობს- ზელენსკის მოთხოვნა დასავლეთის მიმართ

მსოფლიომ უარი უნდა განაცხადოს რუსულ ნავთობზე, რათა არ დააფინანსოს ტერორიზმი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმის ზელენსკიმ, განაცხადა. მისი თქმით, თუ აგრესორი არ იცავს ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს, მაშინ მსოფლიო რუსებს ანალოგიურად უნდა მოექცეს და სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედოს.
თუ რუსეთი უარს არ ამბობს საკუთარ გეგმებზე უკრაინის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სანქციების ახალი პაკეტი. ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ მშვიდობის მიზნით.
ეს უნდა იყოს რუსული ექსპორტის ბოიკოტი, სახელდობრ, უარის თქმა რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. ეს ის შემთხვევაა, როცა უარს აცხადებ, ტერორისტს მისცე ფული. თუ რუსებს არ სურთ, დაიცვან ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესები, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ მომსახურება ცივილიზაციისგან. დაე, ომმა გამოკვებოს რუსები. საერთაშორისო საზოგადოება უნდა მოქმედებდეს უფრო გაბედულად - დანაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.