ხერსონში მოსახლეობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქციას მართავს
ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, ადგილობრივები რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Укринформ-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობა რუსულ აგრესიას აპროტესტებს და უკრაინის დროშით ხელში სკანდირებს: ,,დიდება უკრაინას", უკრაინა უმთავრესია" ,,პუტინი ხუ--ო".
აქციის მონაწილეები ამჟამად მიემართებიან ქალაქის იმ ნაწილისკენ, სადაც რკინის შემაკავებელი ბარიერებია მოწყობილი.