ოკუპანტები კიევის ასაღებად ემზადებიან - დედაქალაქის მისადგომებთან რუსული ტანკები გადაადგილდებიან

ოკუპანტები კიევის აღებისთვის ემზადებიან - დედაქალაქის მისადგომებთან რუსული ტანკები გადაადგილდებიან. ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს. პარალელურად, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. რუსეთი საჰაერო დარტყმებს არ წყვეტს.
აგრესორის დასახვედრად ემზადება თავად დედაქალაქიც. ქალაქის ქუჩებში ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებია განლაგებული. მობილიზებულია სამხედრო და ჯარი.
კიევის მერის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები დედაქალაქთან ისევ გრძელდება.
კიევის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები გრძელდება. განსაკუთრებული გაშმაგებით მტერი ანადგურებს ბუცას, გოსტომელს, ვორცელს, ირპენს. განზრახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. მოკლეს გოსტომელის თემის ხელმძღვანელი, იური პრილიპკო იმ დროს, როცა ხალხს საკვებს და წამალს ურიგებდა. ეს არის ჩემი კოლეგა, რომელსაც კარგად ვიცნობ. ქალაქების ასოციაციაში თანამშრომლობის დროიდან. იური პრილიპკო ბოლო ამოსუნთქვამდე იყო ხალხთან, ზრუნავდა ხალხზე, - განაცხადა კლიჩკომ.