"დონბასში გეი-პარადები არ სურდათ"- როგორ ამართლებს რუსეთის პატრიარქი რუსულ სისასტიკეს

რუსეთის პატრიარქის მტკიცებით, "უკრაინასთან ომი სექსუალური უმცირესობის გამო დაიწყო". პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ დონბასში არ სურდათ გეი-პარადების გამართვა, რაც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ომი იმის გამო მიმდინარეობს, რომ დონბასში გეი-პარადების გამართვა არ სურდათ - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
ინფორმაცია ტელეგრამ გვერდით ვრცელდება.
პუტინმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას განახორციელა. პუტინის აგერსიას ასოვით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ოკუპანტები ბომბავენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და სტრატეგიულ ობიექტებს.