საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

07.03.22 16:16
საომარი მოქმედებების დროს უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას ლვოვის ოლქის მკვიდრი, ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი, დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის" ხელმძღვანელი, სერგეი ტომილენკო, ადასტურებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიქტორ დუდარი, რომელიც გაზეთ Экспресс-ის კორესპონდენტი იყო, 24 თებერვლიდან მოყოლებული აქტიურად იბრძოდა იარაღით ხელში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. 

2014-2015 წლებში დუდარი იბრძოდა რუსების მიერ ოკუპირებულ დონბასშიც. პარალელურად, აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებას და აშუქებდა სამხედრო თემატიკას.