პუტინის ომი უკრაინაში - კულება და ლავროვი ერთმანეთს შეხვდებიან

07.03.22 16:08
პუტინის ომი უკრაინაში - კულება და ლავროვი ერთმანეთს შეხვდებიან

პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მეთორმეტე დღეს ცნობილი ხდება, რომ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აუდიენცია 10  მარტს ანტალიაში გაიმართება. შეხვერის ჩანიშვნას რუსული მხარეც ადასტურებს. 

ცნობილია, რომ 10 მარტს ანტალიაში მსოფლიო დიპლომატიური ფირუმი იმართება. სწორედ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის ინიციატივის ფარგლებში შედგება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების შეხვედრა. 

პუტინმა  უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას განახორციელა. პუტინის აგერსიას ასოვით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ოკუპანტები ბომბავენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და სტრატეგიულ ობიექტებს.