რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებამდე მინსკში იანუკოვიჩი ჩადის

07.03.22 16:52
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებამდე მინსკში იანუკოვიჩი ჩადის

უკრაინიდან გაქცეული პრეზიდენტრი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც პუტინი ზელენსკის შემცვლელად განიხილავს, წუთი წუთზე მინსკში ჩაფრინდება. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, იანუკოვიჩის კუთვნილ თვითმფრინავს  RA-09617 მინსკის აეროპორტში უკვე ელოდებიან. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბელარუსის და პოლონეთის საზღვართან რუსეთსა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება. შეხვედრა კიევის დროით 16:00 საათზეა დაანონსებული. 

მსგავსი სიახლეები