რა შემთხვევაში შეწყვეტს პუტინი ომს - აგრესორის პირობა უკრაინას

რუსეთი მზად არის შეწყვიტოს საომარი მოქმედებები "მომენტალურად" თუ უკრაინა კონკრეტულ პირობებს დათანხმდება - განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
კრემლი ამბობს, რომ პესკოვის განმარტებით სამხედრო ინტერვენცია შეწყდება თუ:
- უკრაინა უარს იტყვის ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე
- აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად.
- აღიარებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.