უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ლეგიონერთა სპეცგანყოფილება შეიქმნა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ლეგიონერთა სპეცგანყოფილება შეიქმნა. სპეცგანყოფილება უკვე შეუდგა საბრძოლო დავალებების შესრულებას.
უკრაინა აგრძელებს თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის ფორმირებას. დღეის მონაცემებით სპეცგანყოფილებას უკვე შემოუერთდნენ მოხალისეები და ვეტერანები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან. მათი რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს.
ესენი არიან გამოცდილი კადრები, რომლებთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთაშორისო მისიებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში
უკრაინაში ახალი განაყოფის ჩამოყალიბების შესახებ განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ 27 თებერვალს მოაწერა. ის დაკომპლექტდა უცხოელებით, რომლებმაც მზადყოფნა გამოხატეს, ებრძოლონ რუს ოკუპანტებს უკრაინაში.