რუსეთის მიღებული მოგება უკრაინელების სისხლითაა გაჟღენთილი - ანდრეი კასიანოვი

07.03.22 17:59
რუსეთის მიღებული მოგება უკრაინელების სისხლითაა გაჟღენთილი - ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი კისიანოვი, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს და არ აწარმოოს ბიზნესი რუსეთთან, რადგან ეს აგრესორ ქვეყანას დამატებით რესურსს აძლევს უკრაინასთან ომის საწარმოებლად.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სტიმულაციისგან და ხაზს ვუსვამთ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსებს დამატებით რესურსს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის საწარმოებლად. მიღებული მოგება უკრაინელების სისხლითაა გაჟღენთილი - აცხადებს ანდრეი კასიანოვი.

რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედი 15 კომპანია რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას გეგმავს.