ჰაკერული თავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება - Anonymous

07.03.22 19:07
ჰაკერული თავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება - Anonymous

ცნობილი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous აცხადებს, რომ ჰაკერული თავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება.

თავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობაზეც განხორციელდება. ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთ გავასაჯაროებთ. თავდასხმები რუსეთის მთავრობის მიმართაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა - წერია Anonymous-ის განცხადებაში.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წარმატებით ესხმის თავს რუსულ ოფიციალურ უწყებებს და მათ ინფორამაციებს ასაჯაროვებს.