ბელორუსში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაიწყო

უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელოვეჟსკში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, ადასტურებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ბელარუსში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასიც“.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს, მეორე რაუნდი კი 3 მარტს გაიმართა, თუმცა რამე შედეგით არ დასრულებულა.