უკრაინას ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა სურს - კულება

08.03.22 11:04
უკრაინას ზელენსკისა და პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა სურს - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას სურს პირდაპირი მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის.

ჩვენს პრეზიდენტს არაფრის არ ეშინია, მათ შორის პუტინთან პირდაპირი შეხვედრის. თუ პუტინსაც არ ეშინია, მივიდეს შეხვედრაზე, დაჯდეს და ისაუბროს. ლავროვთან ჩემი შეხვედრა კი 
10-შია დაგეგმილი. ვნახოთ, ჩავა თუ არა ანტალიაში"
, - აცხადებს კულება.