კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, არ ვიმალები, არავისი მეშინია - ზელენსკი საზოგადოებას მიმართავს

08.03.22 11:17
კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, არ ვიმალები, არავისი მეშინია - ზელენსკი საზოგადოებას მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკის ღამით კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებას აჩვენა, რომ კიევშია და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. ზელენსკიმ ასევე, ოკუპანტების იმ სისასტიკეებზე ისაუბრა, რომლებსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომში ახორციელებენ. 

აი, საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა. არ ვიმალები, არავისი მეშინია. დავრჩები იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ამ სამამულო ომში გასამარჯვებლად. იყო შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ. იმუშავა? სამაგიეროდ, რუსული ტანკები მუშაობდნენ. რუსული გრადები, რუსული ნაღმები, მათ ის გზაც კი დანაღმეს, რომლითაც ადამიანებისთვის საკვები და მედიკამენტები უნდა მიეწოდებინათ. რუსი ოკუპანტები იმ ავტობუსებსაც კი ანადგურებენ, რომლებიც ხალხის გამოსაყვანად არის განკუთვნილი. ბელარუსში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ, მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ არ გამოვნახავთ საშუალებას ჩვენ ხალხს ვუთხრათ, ასე მივალთ მშვიდობამდე, - განაცადა ზელენსკიმ.