სამხედრო მოქმედებებში წვევამდელები არ მონაწილეობენ, რეზერვისტებს არ გამოვიძახებთ - პუტინი

"სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ წვევამდელები და რეზერვისტებს არ გამოვიძახებთ" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სარვამარტო ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები მონაწილეობენ და რეზერვისტების გამოძახება საჭიროება არ არის.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება. დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის მოსახლეობის მშვიდობას და უსაფრთხოებას, - განაცხადა პუტინმა.