ალბათ ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არ არის საჩვენებელი სანახაობა - იანუკოვიჩი ზელენსკის დანებებას ურჩევს
ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. უკრაინიდან გაქცეული პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს სთხოვს, შეწყვიტოს სისხლისღვრა და რუსეთთან შეთანხმებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
მინდა მივმართო, ზელენსკის როგორც პრეზიდენტმა და თუნდაც ცოტა მამა-შვილურად. ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, თქვენ ალბათ ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არ არის საჩვენებელი სანახაობა, არ ნიშნავს ბრძოლას უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის თავგანწირვა, გამარჯვება საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად. მე კარგად მესმის, რომ ბევრი "მრჩეველი" გყავთ, მაგრამ თქვენ ვალდებული ხართ ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მშვიდობიან შეთანხმებას მიღწიოთ. ამას თქვენგან ელოდებიან უკარინაში, დონბასში და რუსეთში. თქვენ ამისთვის უკრაინელი ხალხი და დასავლელი პარტნიორები მადლობად გეტყვიან, - აცხადებს იანუკოვიჩი.