სიჩუმის საათი უკრაინაში - სუმში მწვანე დერეფანი გაიხსნა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

08.03.22 12:50
სიჩუმის საათი უკრაინაში - სუმში მწვანე დერეფანი გაიხსნა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

უკრაინაში სიჩუმის საათია გამოცხადებული, შეწყდა სროლა და სააავიაციო იერიშები. ქალაქ სუმიდან, სადაც გასულ ღამეს ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს, ევაკუაცია მიმდინარეობს. გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობის პირველი ნაკადი უკვე ევაკუირებულია. 

უკრაინის ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ რუსი აგრესორები ირპენის მსგავსად, ევაკუაციის დროს მოსახლეობას ცეცხლს არ გაუხსნიან. 

მსგავსი სიახლეები