ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის ულტიმატუმებისთვის მზად არ არის. მისი თქმით, დენაციფიკაცია, რომელსაც პუტინი მათ სთავაზობთ, უკრაინელი ერის განადგურებაა და ნაციზმია.
ხალხი, ვინც მე ამირჩია, არ არის მზად კაპიტულაციისთვის. ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რუსეთთან ვისაუბროთ ყირიმისა და დონბასის მომავალზე. ფრენებისთვის აკრძალული ზონა საჭიროა, რომ რუსული რაკეტები ჩამოვაგდოთ. მე ამის შესახებ ბაიდენს ვუთხარი. ვფიქრობ, აშშ-ს პრეზიდენტს მეტი შეუძლია, გააკეთოს. პუტინი საინფორმაციო ვაკუუმშია, მას შეუძლია, დაასრულოს თავისი დაწყებული ომი. დენაციფიკაცია, რომელსაც პუტინი გვთავაზობს, არის უკრაინელი ერის განადგურება. ეს არის ნაციზმი, როგორც 40-იან წლებში, - განაცხადა ზელენსკიმ.