12 ათასი სამხედრო, 303 ტანკი, 1 036 დაჯავშნული მანქანა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი ომის დაწყებიდან

08.03.22 13:46
12 ათასი სამხედრო, 303 ტანკი, 1 036 დაჯავშნული მანქანა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი ომის დაწყებიდან

უკრაინასთან ომის დაწყებიდან 12 000 რუსი სამხედროა განეიტრალებულია. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამ რიცხვში შედიან მოკლულები, დაჭრილები და ტყვედ ჩავარდნილები.

გარდა ამისა, განადგურებულია ოკუპანტების 303 ტანკი, 1 036 დაჯავშნული მანქანა, 120 საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 56 რეაქტიული სისტემა, საჰაერო თავდაცვის 27 სისტემა, 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, საავტომობილო ტექნიკის 474 ერთეული, 3 გემი.

გენერალური შტაბის თქმით,  მონაცემები ჯერ ისევ ზუსტდება. მონაცემების დათვლა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გამო რთულდება.

მსგავსი სიახლეები