მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეწყდა - ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს

08.03.22 14:24
მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეწყდა - ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს

რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლის მიმართულებით შეტევა დაიწყეს, ქალაქიდან გასვლის საშუალებას კი მშვიდობიან მოსახლეობას არ აძლევენ- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ბატალიონის,  ,,აზოვის", მებრძოლები ავრცელებენ.

სპეციალურად ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მიღებულ იქნა ზომები, გზები გაიწმინდა ნაღმებისგან, აღებული იქნა შემაკავებელი რკინის კონსტრუქციები და სხვა. თუმცა ამ წუთებში ისე, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალება არ მისცეს, რუსებმა დაიწყეს მარიუპოლზე შეტევა - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

შეგახსენებთ, მტრით გარშემორტყმულ უკრაინის ქალაქ სუმამში დღეს გაკეთდა ე.წ. მწვანე კორიდორი და დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

 

მსგავსი სიახლეები