შემისმინეთ! პირველად, ნაცისტების შემდეგ, მარიუპოლში გაუწყლოებით მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა - ზელენსკის უმძიმესი მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს იმ არადაამიანური ქმედებების გაცნობიერებისკენ მოუწოდა, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრანელების მიმართ სჩადიან. მისი თქმით, რუსეთი ომის წესების დარღვევას განაგრძობს.
ოკუაპანტები კავშირს შეგნებულად თიშავენ. შეგნებულად ბლოკავენ მოქალაქეებისთვის საკვების და წყლის მიწოდებას. თიშავენ ელექტროენერგიას. პირველად ნაცისტების შემდეგ, მარიუპოლში გაუწყლოებით მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. შემისმინეთ, პატივეცმულო პარტნიორებო! გაუწყლოვანებით 2022 წელს პატარა ბავშვი დაიღუპა!, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ავიაიერიშების და ქალაქების ბლოკადის შედეგად დაღუპული თითოეული ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას და რუს სამხედროებს ეკისრებათ. ამის მიუხედავად, მისი თქმით, პასუხისმგებლობა ასევე, ეკისრებათ მათაც, ვისაც უკვე მე-13 დღეა, სადღაც იქ, დასავლეთში, საკუთარ კაბინეტებში, არ ძალუძთ მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაკეტონ უკრაინის ცა.