რუსული არმია კიევის ასაღებად ემზადება - დედაქალაქთან კადიროვის, "ვაგნერის" და "კემეროვოს" დაჯგუფებებია მობილიზებული

08.03.22 15:06
რუსული არმია კიევის ასაღებად ემზადება - დედაქალაქთან  კადიროვის, "ვაგნერის" და "კემეროვოს" დაჯგუფებებია მობილიზებული

რუსული არმია კიევის ასაღებად ემზადება. უკრაინის დედალაქთან  კადიროვის, ვაგნერის და "კემეროვოს" დაჯგუფების წევრები არიან მობილიზებულები.  უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით გეგმავს პუტინი კიევზე იერიშის მიტანას. კიევზე შტურმს დღეს ღამე ელიან. საპასუხო იერიშისთვის ემზადებიან დედაქალაქშიც.

ამ ყველაფრის ფონზე, კი პუტინის N1 1 სამიზნე, ვოლოდიმირ ზელენსკი დედაქალაქის ქუჩაში გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტმა დედაქალაქის ცენტრიდან საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ არაფრის ეშინია და კიევის დატოვებას არ აპირებს.