თუ მსოფლიო ლიდერები ომის შესაჩერებლად ყველა ძალისხმევას არ მიმართავენ, უშუალოდ მსოფლიო ერებს მივმართავ - ზელენსკი
იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო ლიდერები ცის ჩაკეტვაში არ დაგვეხმარებიან, უკრაინა უშუალოდ მსოფლიოს ერებს მიმართავს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სარვამარტო მილოცვის დროს განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო მოსახლეობას, გადადონ პირადი ინტერესები და იზრუნონ უკრაინაში ომის შეწყვეტაზე.
თუ მსოფლიო ლიდერები ომის შესაჩერებლად ყველა ძალღონეს არ მიმართავენ, მე უშუალოდ მსოფლიო ერებს მივმართავ. ეს გენოციდია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს პარტნიორებთან, ლიდერებთან, ყველა ქვეყნის პარლამენტარებთან, თუ როგორ შეუძლიათ მათ, დაეხმარონ უკრაინას. თუმცა, არსებობს ისეთი საკითხები, რომელიც მოლაპარაკების გზით არ წყდება, მათი გადაჭრა დამოკიდებულია არა ჩვენზე, არამედ კაცობრიობაზე, ეს საკითხები უნდა გადაიჭრას მსოფლიოს წამყვან დედაქალაქებში. შიშზე გამარჯვება უნდა მოხდეს, ასევე, დამარცხებული უნდა იქნას ყველა სარგებელი და მაშინ უკრაინის ცა იქნება უსაფრთხო.
თუ სამყარო ზურგს შეგვაქცევს, ის საკუთარ თავს დაკარგავს, რადგან არსებობს უპირობო ღირებულებები, რომელიც ყველასთვის საერთოა. პირველ როგში, ეს არის სიცოცხლე - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.