პუტინს კიდევ ერთი უცხოელი პარტნიორი განუდგა - იტალიის ყოფილი პრემიერი რუსულ აგრესიას გმობს

იტალიის ულტრამემარჯვენე პარტია ,,ლიგას" ლიდერმა, მატეო სალვინიმ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პარტნიორად და მეგობრად ითვლებოდა, პოზიცია შეიცვალა და პუტინის პოლიტიკის კრიტიკა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სალვინი იტალიელ პარლამენტარებთან ერთად დღეს პოლონეთში ჩავიდა, რათა ომისგან დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი თავის ქვეყანაში გადაიყვანოს და მათ დროებითი თავშესაფარი მისცეს.
მე ურთიერთობა მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩემი მიზანია, ჩავიყვანო იტალიაში უკრაინის ის მოქალაქეები, ვინც ომის შედეგად დაზარალდნენ, არიან ქვრივები, ან ობლები. - განაცხდა სალვინიმ.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო სალვინი, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა. ახლა კი ის პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებს და აპირებს კიდეც, უახლოეს მომავალში კიევში ჩავიდეს და ზელენსკის საკუთარი მხარდაჭერა დაუდასტუროს.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინის საერთაშორისო პარტნიორებისა და და მეგობრების რიცხვი ომის საშინელებების პარალელურად საგრძნობლად მცირდება.