რუსმა ოკუპანტებმა წინსვლა შეანელეს- ალექსეი არესტოვიჩი

08.03.22 16:30
რუსმა ოკუპანტებმა წინსვლა შეანელეს- ალექსეი არესტოვიჩი

,,რუსმა ოკუპანტებმა წინსვლა შეანელეს" -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, ბრიფინგზე განაცხადა.  

ის სამხედროები, რომლებიც წინ მიიწევენ, ამას აკეთებენ მცირედი ძალებით, აწარმოებენ დაზვერვით სამუშაოებს და არ წარმოადგენენ ჩვენთვის დიდ საშიშროებას- განაცხადა არესტოვიჩმა.

იქვე პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა დაამატა, რომ უკრაინელებმა არ უნდა მიიღონ სარწმუნოდ ის  ფეიკ ინფორმაციები, რასაც მოწინააღმდეგე ავრცელებს.

არესტოვიჩის ინფორმაციით, მიწასა და ჰაერში წარმატების მიუღწევლობის გამო რუსი აგრესორები ფსიქოლოგიურ საინფორმაციო ომს აწარმოებენ.

არ დაუჯეროთ მათ, თქვენი მოვალეობაა, არ დაუჯეროთ ფეიკ ნიუსებს - მიმართა უკრაინელ ხალხს  არესტოვიჩმა.

 

მსგავსი სიახლეები