რუსეთმა პირობა ამჯერადაც დაარღვია - სუმში ოკუპანტებმა ცეხლი სიჩუმის საათის დროს გახსნეს

08.03.22 17:14
რუსეთმა პირობა ამჯერადაც დაარღვია - სუმში ოკუპანტებმა ცეხლი სიჩუმის საათის დროს გახსნეს

რუსეთმა პირობა ამჯერადაც დაარღვია. სუმში, სიჩუმის საათის დროს, როცა მწვანე დერეფნების მეშვეობით მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო, ოკუპანტებმა სროლები ტყვიამფრქვევებიდან და ტანკებიდან  განახორციელეს. ცეცხლის გახნის გამო ევაკუაციის პროცესი შეწყდა.

უკრაინული მხარის ცნობით, ამ დროისათვის ქალაქის გარეუბნებში ბრძოლები მიმდინარეობს. თავდაცვის ძალები საგუშაგოზე არიან განლაგებულები, რათა ის ავტობუსები დაიცვან, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა იგეგმებოდა.