მოგვეცით იარაღი, ამაზეა დამოკიდებული, მოკლავენ თუ არა რუსები ჩვენს ბავშვებს- ალექსეი დანილოვი

08.03.22 17:54
მოგვეცით იარაღი, ამაზეა დამოკიდებული, მოკლავენ თუ არა რუსები ჩვენს ბავშვებს- ალექსეი დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსეი დანილოვი, მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ნატო-ს, მიაწოდონ თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ უკრაინის თავზე ცის დაკეტვას.

ამჟამად, ამ მომენტში, აი, ამ წუთებში ჩვენ ვსაჭიროებთ მაქსიმალურად სწორ და პრაქტიკულ დახმარებას, რომლის შედეგზე დამოკიდებული იქნება უკრაინისა და დასავლეთის გამარჯვება, ესაა უკრაინის ცის დაცვა-  ეს დახმარება მოიცავს ჩვენთვის თვითმფრინავებისა და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გადაცემას. 

სწორედ ამ ფაქტზეა დამოკიდებული, დახოცავენ თუ არა რუსები ჩვენს ბავშვებს, მშობლებსა და ხანდაზმულ ხალხს. თუ ნატო-ს არ სურს უკრაინის ცის ჩაკეტვა, ჩვენ მას თავად ჩავკეტავთ, მხოლოდ მოგვეცით იარაღი, რომელიც ჯერ კიდევ დასაწყობებული და უხმარი. - განაცხადა დანილოვმა.