რუსეთსა და ბელორუსს ხის მასალების ექსპორტი აეკრძალათ

08.03.22 19:01
რუსეთსა და ბელორუსს ხის მასალების ექსპორტი აეკრძალათ

სააგენტო nexta-ს ინფორმაციით, ბელორუსიასა და რუსეთს აეკრძალათ ხის მასალების ექპორტი - ამის შესახებ გადაწყვეტილება FSC-ს (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თვალყურს ადევნებს ხის მასალების სტანდარტებს) დირექტორთა საბჭომ მიიღო.  

გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რუსეთისა და ბელორუსის აგრესია უკრაინასთან მიმართებაში. 

ცნობისთვის, ბელორუსმა მხოლოდ  2021 წელს 1 მილიარდი დოლარის ხის მასალების ექსპორტი განახორციელა. 

 

 

მსგავსი სიახლეები