რუსული ნავთობი აღარ იქნება იმპორტირებული აშშ-ში - ჯო ბაიდენი

08.03.22 20:24
რუსული ნავთობი აღარ იქნება იმპორტირებული აშშ-ში - ჯო ბაიდენი

რუსული ნავთობი აღარ იქნება იმპორტირებული აშშ-ში - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა. ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთი საკადრის პასუხს მიიღებს.

ეს იქნება დიდი დარტყმა რუსეთისთვის. ამ გადაწყვეტილებამ მიიღო ამერიკის ორივე პარტიის მხარდაჭერა. ჩვენ არ დავასუბსიდირებთ პუტინის ომს. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მივიღეთ. ეს იქნება ჩვენი პასუხი პუტინის აგრესიაზე. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენი ერთგული იყო ევროკავშირიც.

რუსეთის ეკონომიკა ჩამოინგრევა.

დემოკრატიის დაცვა ჩვენ დაგვიჯდება ძვირი, მაგრამ ეს არის პასუხი რუსეთის აგრესიაზე - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები