მილიონი დოლარი მტრის თვითმფრინავისთვის - უკრაინის ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილება

08.03.22 20:54
მილიონი დოლარი მტრის თვითმფრინავისთვის - უკრაინის ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილება

უკრაინის ხელისუფლება მზადაა, გადაუხადოს მილიონი აშშ დოლარი ნებისმიერ პირს, ვინც მათ აგრესორების თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია ,,ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ, განაცხადა.

უკრაინელი მაღალჩინოსნის განმარტებით, კონცერნი Укроборонпром გადასცემს პრემიას მილიონი დოლარის ოდენობით მოპარული, ან ნადავლი რუსული სამხედრო თვითმფრინავისთვის, ხოლო 500 ათას დოლარს მტრის ვერტმფრენისთვის.

არახამია აცხადებს, რომ პრემია შეხებათ რუს სამხედროებსაც. თუკი ისინი სამხედრო საფრენ  აპარატს უკრაინას გადასცემენ, სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ფულად თანხას და უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები