კიევსა და მის გარეუბნებში კვლავ სროლის და აფეთქებების ხმა ისმის
კიევის ცენტრსა და მის გარეუბნებში კვლავ აფეთქებების და სროლის ხმა ისმის.
განგაშის სიგნალი დილიდან ამოქმედებულია ასევე ჩერნიგოვში, ლუბნიში, პოლტავასა და ვასილკოვში.
განგაშის ხმა მოქალაქეებს პოტენციური საჰაერო თავდასხმების საფრთხის შესახებ ატყობინებს, რომ დროულად შეაფარონ თავი ბუნკერებს.
უკრაინელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცები ტყვედ ჰყავთ აყვანილი. რუსი ჯარისკაცები საუბრობენ, რომ ისინი უკრაინაში მოტყუებით წაიყვანეს.